პროექტის სახელი:,, სუფთა გარემო ჯანმთელობის საწინდარია’’
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ გარემოს დაბინძურების ნეგატიურ შედეგებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ეძიებენ გზებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პროექტის სრული აღწერა: ინფორმაციის მოძიება კონკრეტული დამაბინძურებლების შესახებ და გარემოს დაცვითი სემინარების მოწყობა.ამისათვის ხვდებიან სპეციალისტებს,გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.მიღებული ცოდნითა და უნარ–ჩვევებით შეეცდებიან მოსახლეობის შემეცნების ამაღლებას გარემოს დაცვით სფეროში.
მოსწავლეთა რაოდენობა: პროექტის განხორციელებაში ჩაერთობა 3 ჯგუფი–12 მოსწავლე.
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე:1ნოემბერი 2011 წელი–1დეკემბერი 2011წელი.
აქტივობები:პრობლემიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიება,დისკუსიების გამართვა, სემინარების მოწყობა,ისტ–ს საშუალებით პრეზენტაციის გაკეთება, ფოტო–არქივის შექმნა,დისკუსიის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგი: გაუჩნდებათ მოტივაცია, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაუფრთხილდნენ გარემოს.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები მეგობრებს და სოფლის მოსახლეობას ურჩევენ დაიცვან და არ დააბინძურონ გარემო,რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მძიმე პრობლემები,როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორად განთავსება,პოლიეთილენისა და სხვა ქიმიური ნაგვის დაწვით ჰაერში მდგრადი დამაბინძურებლების გაფრქვევა და ა.შ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია, მედიცინა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო გეთიაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nini.getiashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment