Thursday, May 3, 2012

გლობალური დათბობა–მითი თუ რეალობა


პროექტის სახელი: გლობალური დათბობა–მითი თუ რეალობა?
მოკლე აღწერა: გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული პრობლემები. მოსწავლეები იმაღლებენ შემეცნებას და აცნობიერებენ თავიანთ როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში.
პროექტის სრული აღწერა: გლობალური დათბობის  შესახებ ინფორმაციის მოძიება და იმის გააზრება, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა და მისი უგულველყოფა მეტად მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
მოსწავლეები:პროექტის განხორციელებაში ჩაერთობა 13 მოსწავლე.
მიზანი:გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით შემეცნების ამაღლება მოძიებული ინფორმაციის საშუალებით,ვიდეო მასალის დახმარებით,ასევე კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრებო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელთან გასაუბრებით.მოძიებული მასალიდან დაადგენენ, რომ ერთი შეხედვით,მსოფლიო ემისიაში საქართველოს წილი მცირეა,მიუხედავად ამისა,კლიმატის ცვლილებების შედეგები ჩვენს ქვეყანაშიც მკაფიოდ ჩანს.გაიკაფა ტყეები,რანდენიმე ადგილას გამოიკვეთა გაუდაბნოების პროცესი.გახშირდა მეწყერები,ზვავები,წყალმოვარდნები.
პროექტის აქტივობები:ინფორმაციისა და ვიდეო მასალის მოძიება,სლაიდ–შოუს შექმნა,დისკუსიის გამართვა თემაზე:,,გლობალური დათბობა და ჩვენი როლი მის აღსაკვეთად“.
მოსალოდნელი შედეგები:შეძენილი ცოდნის საშუალებით თანატოლების შემეცნების ამაღლება დ იმ მარტივი ნაბიჯების გაცნობა,რომელიც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს,მაგრამ დადებითად აისახება გარემოზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია,გეოგრაფია,IST.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო გეთიაშვილი.
ელ.ფოსტა:nini.getiashvili@gmail.com

Friday, December 2, 2011

ჯანსაღი გარემო ჯანმრთელობის საწინდარია


პროექტის სახელი:,, სუფთა გარემო ჯანმთელობის საწინდარია’’
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ გარემოს დაბინძურების ნეგატიურ შედეგებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ეძიებენ გზებს  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პროექტის სრული აღწერა: ინფორმაციის მოძიება კონკრეტული დამაბინძურებლების შესახებ და გარემოს დაცვითი სემინარების მოწყობა.ამისათვის ხვდებიან სპეციალისტებს,გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.მიღებული ცოდნითა და უნარ–ჩვევებით შეეცდებიან მოსახლეობის შემეცნების ამაღლებას გარემოს დაცვით სფეროში.
მოსწავლეთა რაოდენობა: პროექტის განხორციელებაში ჩაერთობა 3 ჯგუფი–12 მოსწავლე.
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე:1ნოემბერი 2011 წელი–1დეკემბერი 2011წელი.
აქტივობები:პრობლემიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიება,დისკუსიების გამართვა, სემინარების მოწყობა,ისტ–ს საშუალებით  პრეზენტაციის გაკეთება, ფოტო–არქივის შექმნა,დისკუსიის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგი:  გაუჩნდებათ მოტივაცია, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაუფრთხილდნენ გარემოს.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები  მეგობრებს  და სოფლის მოსახლეობას ურჩევენ დაიცვან და არ დააბინძურონ გარემო,რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მძიმე პრობლემები,როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორად განთავსება,პოლიეთილენისა და სხვა ქიმიური ნაგვის დაწვით ჰაერში მდგრადი დამაბინძურებლების გაფრქვევა და ა.შ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია, მედიცინა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო გეთიაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nini.getiashvili@gmail.com