Thursday, May 3, 2012

გლობალური დათბობა–მითი თუ რეალობა


პროექტის სახელი: გლობალური დათბობა–მითი თუ რეალობა?
მოკლე აღწერა: გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული პრობლემები. მოსწავლეები იმაღლებენ შემეცნებას და აცნობიერებენ თავიანთ როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში.
პროექტის სრული აღწერა: გლობალური დათბობის  შესახებ ინფორმაციის მოძიება და იმის გააზრება, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა და მისი უგულველყოფა მეტად მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
მოსწავლეები:პროექტის განხორციელებაში ჩაერთობა 13 მოსწავლე.
მიზანი:გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით შემეცნების ამაღლება მოძიებული ინფორმაციის საშუალებით,ვიდეო მასალის დახმარებით,ასევე კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრებო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელთან გასაუბრებით.მოძიებული მასალიდან დაადგენენ, რომ ერთი შეხედვით,მსოფლიო ემისიაში საქართველოს წილი მცირეა,მიუხედავად ამისა,კლიმატის ცვლილებების შედეგები ჩვენს ქვეყანაშიც მკაფიოდ ჩანს.გაიკაფა ტყეები,რანდენიმე ადგილას გამოიკვეთა გაუდაბნოების პროცესი.გახშირდა მეწყერები,ზვავები,წყალმოვარდნები.
პროექტის აქტივობები:ინფორმაციისა და ვიდეო მასალის მოძიება,სლაიდ–შოუს შექმნა,დისკუსიის გამართვა თემაზე:,,გლობალური დათბობა და ჩვენი როლი მის აღსაკვეთად“.
მოსალოდნელი შედეგები:შეძენილი ცოდნის საშუალებით თანატოლების შემეცნების ამაღლება დ იმ მარტივი ნაბიჯების გაცნობა,რომელიც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს,მაგრამ დადებითად აისახება გარემოზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ქიმია,გეოგრაფია,IST.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო გეთიაშვილი.
ელ.ფოსტა:nini.getiashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment